02:46 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 12:56:33, 731 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ავსტრიის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ავსტრიის დედაქალაქ ვენასა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო თბილისსა და ავსტრიის სხვა ქალაქებს შორის მჭიდროპარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და სხვადასხვა ერთობლივი პროგრამის განხორციელებას.

დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

თავის მხრივ, არად ბენკომ გამოთქვა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელსორი ქვეყნის ქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ნარმანიას თბილისობა 2016-ის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სახალხო დღესასწაულმა უცხო ქვეყნის დელეგაციების მოწონება დაიმსახურა.

ავსტრიის საელჩო თბილისში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics