13:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-23 14:50:09, 840 ნახვა

საზოგადოება
ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დაარსებიდან 20 წელი შესრულდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის (ეშსქ) დაარსებიდან 20 წელი შესრულდა. 
 
თბილისის მერიის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიებას თბილისის  მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები ირაკლი ლექვინაძე და ნატო ქიტიაშვილი, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, თბილისის  სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და სხვა მოწვეული  სტუმრები ესწრებოდნენ. 

მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიაზე ეშსქ-ის დირექტორმა გელა ძიძიკაშვილმა სტუმრებს ქარხნის ისტორია გააცნო და  შესრულებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში,  ქარხნის სტაჟიანი და გამორჩეული თანამშრომლები თბილისის მერმა დააჯილდოვა.   

,,მეტროს ვაგონშემკეთებელი ქარხანა დღეს  20 წლის გახდა, 1996 დაფუძნდა და ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე განახორციელა. 330-ზე მეტი ვაგონი შეკეთდა ამ პერიოდში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხუთი მოძრავი შემადგენლობა, რომელიც ჯამში 20 ვაგონს შეადგენს, შევაკეთეთ და ამით მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მეტროპოლიტენის მდგომარეობა. ვაგონშემკეთებელი ქარხნის მეშვეობით კიდევ ვაგრძელებთ ამ პროექტს მომდევნო წელს, რათა უკეთესი პირობები გვქონდეს თბილისის მეტროში. დღეს ვულოცავთ ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებმაც 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი იმუშავეს ამ სისტემაში და დავაჯილდოვეთ ღირსეული ადამიანები,’’- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სააქციო საზოგადოება ‘’ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალი’’ შეიქმნა 1996 წელს. დღეისათვის,  ქარხანაში დასაქმებულია 130 თანამშრომელი. 

სააქციო საზოგადოება უზრუნველყოფს მეტროს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას თბილისის,  ბაქოს და ერევნის მეტროპოლიტენისათვის.

დაარსებიდან ქარხანაში გარემონტდა და მოდერნიზაცია ჩაუტარდა მეტროს ვაგონების 333 ერთეულს. ასევე, კაპიტალურად შეკეთდა  4 ერთეული  სატვირთო სამონტაჟო ვაგონი. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics