|
2016-10-23 10:22:44, 810 ნახვა
საზოგადოება
თბილისიმარათონი 2016 დაიწყო
თბილისიმარათონი 2016 დაიწყო. “ჰაიდელბერგცემენტის” მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი უკვე მეხუთედ ტარდება. თბილისიმარათონის მარშრუტი ქალაქ თბილისის ისტორიულ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. გაიმართება 500 მეტრიანი გარბენი 6-11 წლამდე ბავშვებისთვის და 1,2 კილომეტრიანი გარბენი 11-15 წლამდე მოზარდებისთვის. თბილისიმარათონი არის ყოველწლიური მაშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ტარდება. ღონისძიების მიზანი ერთის მხრივ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა. 2015 წელს „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა გააორმაგა და 48 060 ლარი რუსთავის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მშენებლობასა და კეთილმოწყობას მოხმარდა. ტრადიციისამებრ, წელსაც „თბილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. შესაბამისად თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება. “თბილისიმარათონი” 2015 წელს ოფიციალურად გაწევრიანდა მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციაში (AIMS) რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისიმარათონი პირველი საერთაშორისო სტატუსის მქონე გარბენია კავკასიაში.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)