11:50 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 08:36:19, 713 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: ავტოავარიის დროს დაშავებული სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულეს.

სერგეენკო პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო.  დედოფლისწყაროს რაიონული კლინიკიდან ინგოროყვას კლინიკაში ამ დროისთვის 3 პაციენტია ჰოსპიტალიზებული.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თბილისში ჰოსპიტალიზებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„დაშავებული სამხედროები რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას საჭიროებენ. პირველადი გამოკვლევებით გამოკვეთილია დაზიანებები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა, იმისათვის, რომ შემდგომი გართულებები თავიდან ავიცილოთ, ისინი მკურნალობას განაგრძობენ რეანიმაციის განყოფილებაში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics