|
2016-10-21 15:56:28, 774 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში 4 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში ოთხ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინანიშვილის, იმერეთის, დაისის ქუჩებსა და ღრმაღელეს I შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, ბიუჯეტიდან 527 281ლარი გამოყო. ოთხივე ქუჩის საერთო ფართობი 9 455 კვ.მ.-ია. რეაბილიტირებული ქუჩები ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გოგიძემ მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ნაძალადევში ბევრია ისეთი ქუჩა, სადაც 40-50 წელია ასფალტის საფარი არ დაგებულა. სწორედ ასეთ ქუჩებს ვაკეთებთ კაპიტალურად. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ - განაცხადა დავით გოგიძემ. იმერეთის ქუჩაზე და ღრმაღელეს I შესახვევში გზის საფარის რეაბილიტაციამდე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა. დაისის ქუჩასა და დაისის I და II შესახვევში კი წყალსადენის ქსელის ამორტიზებული მონაკვეთები შეკეთდა. რაც შეეხება ინანიშვილის ქუჩას, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე 83 მ სიგრძის გზის დამჭერი საყრდენი კედელიაშენდა, რომლის ღირებულებამაც 303 988 ლარი შეადგინა. კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი. (NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)