|
2016-10-21 12:17:35, 658 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიამ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინიციატივით, ევროსაბჭოს ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტების (TAIEX) მხარდაჭერით, თბილისში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „კრიმინალური ქცევის ფსიქო-სოციალური მახასიათებლების როლი დანაშაულის პრევენციის სფეროში“. კონფერენცია შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა ვინსენტ რეიმ გახსნეს. საერთაშორისო კონფერენციაში, სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგებთან ერთად, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ჰოლანდიის ფსიქოლოგიის დარგის სასამართლო ექსპერტები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი, დანაშაულის პრევენციის მიზნით, სასამართლო ფსიქოლოგიის სფეროში მოღვაწე ექსპერტებისა და ფსიქოლოგების გამოცდილების გაზიარება და კვალიფიკაციის ამაღლებაა. შსს-ს ცნობით, ღონისძიების მონაწილეებმა საკუთარი კვლევების შედეგები წარმოადგინეს და ისეთ თემებზე იმსჯელეს, როგორიცაა ფსიქოლოგთა როლი საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში, მკვლელობაში დამნაშავე პირის ფსიქო-სოციალური მახასიათებლები და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შემუშავებული ქმედებები, არასრულწლოვანთა დანაშაულის ფსიქო-სოციალური რისკ-ფაქტორები, ძარცვის ფსიქო-სოციალური მახასიათებლები და მათი როლი დანაშაულის პრევენციაში. კონფერენციის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომელთა წევრები სხვადასხვა ტიპის დანაშაულის პრევენციის სტრატეგიების ჩამოყალიბებაზე იმუშავებენ. ასევე, ჩატარდა კვლევები, რომლებიც ფოკუსირებულია სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულთან ასოცირებულ ფსიქო-სოციალური რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაციასა და დანაშაულის პრევენციის ღონისძიებებში მათ გამოყენებაზე. კონფერენციის მონაწილეები შსს-ს აკადემიასაც ესტუმრნენ, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნენ და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. უცხოელმა ექსპერტებმა შსს-ს აკადემიაში განხორციელებულ პროექტებს მაღალი შეფასება მისცეს და საკუთარ ქვეყანაში რამდენიმე მათგანის დანერგვის სურვილი გამოთქვეს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)