|
2016-10-21 12:16:10, 661 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 5 720 700 ლარი დაიხარჯა
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებაზე 5 720 700 ლარი დაიხარჯა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ვაკის რაიონის მასშტაბით, გზის რეაბილიტაცია 138 მისამართზე განხორციელდა. საერთო ჯამში გზის საფარი შეკეთდა 90 696,52 კვ. მეტრის ფართობზე. „რაც შეეხება კეთილმოწყობის პროექტებს, ბოლო მონაცემებით, რაიონის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სპორტულ მოედანს, 31 სკვერს, დაიდგა 150 მოსასვენებელი სკამი. გარდა ამისა, აშენდა 18 ბეტონის კიბე და 12 საყრდენი კედელი. ვაკის რაიონის ტერიტორიაზე, 16 მისამართზე დაზიანებული შენობა-ნაგებობებისა და აივნების ფასადური რეაბილიტაციის, პარაპეტების მონტაჟისა და ავარიული შენობების დროებითი გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, რაზეც 22 600 ლარი დაიხარჯა. 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე კი წელს 1 მლნ. 806 738.37 ლარი დაიხარჯა. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახლების რემონტი 79 მისამართზე უკვე დასრულდა, სამუშაოები ამჟამად 21 მისამართზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიმდინარე წელს 553 500 ლარის ოდენობით 76 ოჯახზე გაიცა“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)