10:18 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 11:36:07, 684 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი ნოტარიუსთა საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ნოტარიუსთა საერთაშორისო 28-ე კონგრესში მონაწილეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე  თეა წულუკიანი ნოტარიუსთა  საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტ დანიელ სედარ სენგორის პირადი მიწვევით იმყოფება.

კონგრესს ესწრებიან, აგრეთვე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია, დელეგაციები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნებიდან.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიება ნოტარიუსთა კონგრესი საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟან ჟაკ ურვუასმა გახსნა.

 კონგრესის მონაწილეებს მიესალმნენ, აგრეთვე, კონგრესის პრეზიდენტი ლიონელ გალიეზი, საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი დანიელ სედარ სენგორი, საფრანგეთის ნოტარიატის ხელმძღვანელი პიერ ლუკ ვოგელი და სხვები.

ცნობისთვის, ნოტარიუსთა საერთაშორისო 28-ე კონგრესი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. დელეგაციების წევრები წარადგენენ პრეზენტაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ნოტარიუსი, როგორც სანდო მესამე მხარე მოქალაქეებისთვის, ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის, ელექტრონული სანოტარო აქტები, ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები,  საერთაშორისო მემკვიდრეობის ევროპული რეგულაციები.

 მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართება მრგვალი მაგიდა და დებატები, სადაც დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, იმსჯელონ სხვადასხვა ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების გარშემო, განიხილონ საინტერესო პრაქტიკული მაგალითები.

კონგრესის მიმდინარეობისას გადაწყდა, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, საქართველო ნოტარიუსთან საერთაშორისო კონგრესის საბჭოს სხდომას უმასპინძლებს და მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 250-ზე მეტ სტურმარს მიიღებს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირში წევრად 2007 წლიდან შევიდა.

პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის წევრია. ქართველი ნოტარიუსები აქტიურად თანამშრომლობენ კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსებთან, მონაწილეობენ კონფერენციებსა და შეხვედრებში, მასპინძლობენ საერთაშორისო კონფერენციებს, ქართულ ენაზე ითარგმნება ევროპული საკანონმდებლო აქტები.

2016 წელს საქართველომ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ასეთი მასშტაბური ღონისძიება, სადაც ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე და კავშირის წევრი 14 ქვეყანა  მონაწილეობდა, საქართველოში პირველად ჩატარდა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics