10:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 10:53:45, 660 ნახვა

საზოგადოება
რიჩარდ ლეგუჩკო: საქართველოს ევროპის უსაფრთხოების სისტემის შექმნაში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს

კრაკოვში ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის (ECR)  მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ECR-ის ჯგუფში პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, ევროპარლამენტარ რიჩარდ ლეგუჩკოს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს პოლონეთისა და საქართველოს ისტორიული მეგობრობა. ევროპარლამენტარის განცხადებით, მისი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია და კმაყოფილებით აკვირდება საქართველოს განვითარებას.

რიჩარდ ლეგუჩკომ ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და აღნიშნა, რომ ეს იყო მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიისკენ.

ECR-ის პოლიტიკური ჯგუფის პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს   ECR-ის კონფერენციაში მონაწილეობისათვის და ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის უსაფრთხოებაში.

მისი განცხადებით შესამჩნევია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შთამბეჭდავია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების ხუთეულში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარს საქართველოს მხარადჭერისთვის და  თბილისში ვიზიტით მოიწვია.

მიხეილ ჯანელიძემ ქ.კრაკოვში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის კონფერენციაში, რომელიც 2016 წლის 18-19 ოქტომბერს გაიმართა. ​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics