10:20 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 18:12:50, 945 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. 

ზურაბ პატარაძემ არქივში დაცული უნიკალური მასალები დაათვალიერა და მათი ისტორიის შესახებ ინფორმაცია საარქივო სამმართველოს უფროსისაგან მოისმინა.

ზურაბ პატარაძემ სამმართველოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა და დასასრულს არქივის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, თბილ და საინტერესო გარემოში გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აუცილებელია არქივის თანამშრომლებს ჰქონდეთ კარგი სამუშაო გარემო და პირობები, იყვნენ თანხვედრაში თანამედროვე სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, მუდმივად იღვაწონ რეგიონის საარქივო ფონდის გამდიდრებისა და განვითარებისკენ.

ზურაბ პატარაძემ მზადყოფნა გამოთქვა საარქივო სამმართველოს მიერ საინტერესო პროექტების განხორციელებაში ჩართვისა და მხარდაჭერის საქმეში.

საარქივო მუშაობა აჭარაში 1878 წლიდან დაიწყო, თუმცა იმ პერიოდისათვის ყველა დოკუმენტი პეტერბურგში იგზავნებოდა. პერიოდულად, არაერთი სახეცვლილების შემდეგ, 2004 წლის 17 აგვისტოდან არქივი გარდაიქმნა აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად - საარქივო სამმართველოდ. დღეისათვის მის უფლებამოსილებაშია რეგიონში საარქივო საქმის მართვა, საქმისწარმოების სრულყოფა და საარქივო ფონდის განვითარებაზე ზრუნვა. საარქივო სამმართველოში დაცულია 550 ათასზე მეტი კინო, ფოტო, ფონო, საკანცელარიო დოკუმენტები და პირადი კოლექციები. ასევე ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის კანცელარიის, ბათუმის საქალაქო სათათბიროსა და საქალაქო მმართველობის, წოდებრივ დაწესებულებათა ორგანოების, პოლიციის, ჟანდარმერიისა და ოხრანკის, სამეურნეო-ეკონომიკური, სასწავლო და კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანოების, საქველმოქმედო, რელიგიური, სამართალდამცავი, კომუნალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა დაწესებულებათა ფონდები.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics