|
2016-10-19 14:03:03, 1328 ნახვა
საზოგადოება
კლინიკებში ინფექციების კონტროლის განმეორებითი მონიტორინგი დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო კლინიკებში, ინფექციების კონტროლის შეფასების მიზნით, განმეორებით მონიტორინგი დაიწყო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ინგოროყვას კლინიკაში განმეორებითი მონიტორინგის პროცესს დღეს პირადად დააკვირდა. მინისტრის მოადგილემ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის მართვის სისტემის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, თუმცა მათი გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში უწყება იტოვებს უფლებას, იმსჯელოს იმ ქმედებების მასშტაბებზე, რაც უნდა განხორციელდეს კლინიკების მიმართ,“ - აღნიშნა ნინო ბერძულმა. თბილისის მასშტაბით ათ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციების კონტროლს მონიტორთა ჯგუფები განმეორებით აფასებენ. პირველ ეტაპზე, კონტროლი ამ მიმართულებით თბილისის 10 კლინიკაში, 6 თვის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც დაწესებულებებს შესასრულებელი მოთხოვნები წარედგინათ. ამ ეტაპზე კი გაცემული რეკომენდაციების შესრულება ფასდება. თითოეულ კლინიკაში განმეორებითი მონიტორინგი ორ დღეს გაგრძელდება, შემოწმება ოქტომბრის ბოლოს ათივე სამედიცინო დაწესებულებაში დასრულდება, რის შემდეგაც შედეგები დამუშავდება და 10 ნოემბრისთვის ანალიზი მომზადდება. შედეგების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციები გაიცემა და კლინიკებს შესასრულებლად მიეწოდება. ინფექციების კონტროლის მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორთა ჯგუფი სტაციონარული დაწესებულების გარემოს, დაწესებულების შენობის მდგომარეობას, ეზოს სისუფთავეს, სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტს, წყალმომარაგების სისტემას, სათავსების სისუფთავეს, თეთრეულისა და საწოლის აღჭურვილობის რეცხვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას აფასებს. ინფექციების კონტროლის სისტემის შეფასება კი დეზინფექცია-სტერილიზაციის, ხელების ჰიგიენის, პერსონალის ჯანმრთელობის, უსაფრთხო ინექციების პრაქტიკისა და ანტიბიოტიკების გამოყენების პოლიტიკის მიმართულებით ხდება. თბილისის შემდეგ, ნოემბრიდან ინფექციების კონტროლის მონიტორინგის პირველი ეტაპი რეგიონებში დაიწყება. საქართველოს მასშტაბით, მონიტორები 35 სამედიცინო დაწესებულებას შეამოწმებენ.
(NS)
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)