00:44 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 09:09:37, 812 ნახვა

საზოგადოება
თბილისში გვიან ღამით დათვს ეძებდნენ

თბილისში გვიან ღამით დათვს ეძებდნენ.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის, თემურ ფხალაძის განცხადებით, ცხელ ხაზზე ადგილობრივმა მცხოვრებმა დარეკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ იყალთოს ქუჩაზე დათვის ბელი დაინახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სასმსახურიც.

 „ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, ცხოველის დაკარგვას არც ზოოპარკში და არც ცირკში არ ადასტურებენ. „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, მოქალაქემ აღნიშნა, რომ შეამჩნია მოზრდილი ბელი იყალთოს ქუჩაზე. შეტყობინების საფუძველზე, შეტყობინების ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რამოდენიმე მობილური ჯგუფი. ინფორმაცია გადავამოწმეთ ზოოპარკთანაც, ზოოპარკიდან არ არის გამოქცეული მტაცებელი ცხოველი. ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია არ გვაქვს“, - განუცხადა „რუთავი 2“-ს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ.

ცხოველის ძებნა გვიან ღამემდე გაგარძელდა, თუმცა, უშედეგოდ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics