00:45 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 18:18:41, 789 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე კანადის საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის სავაჭრო კომისარს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე კანადის საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის სავაჭრო კომისარს, დანიელ ზაჰარჩუკს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ დანიელ ზაჰარჩუკს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების საკითხის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საქართველოში კანადური ნედლეულის გადამუშავების, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის, ქართული თაფლისა და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტისა და სამაცივრე მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილეს.

ასევე,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო მესაქონლეობის დარგის განვითარების საკითხებს,  ხელოვნური განაყოფიერებისა და გენეტიკური მასალის გაცვლის საფუძველზე საქონლის ჯიშთა გაუმჯობესებისა და გამრავალფეროვნების  გზით.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics