|
2016-10-17 16:05:34, 659 ნახვა
საზოგადოება
სოციალურად დაუცველი ახალშობილების მშობლები დღეიდან დაბადების მოწმობასთან ერთად, საჩუქარს მიიღებენ
„კეთილი იყოს შენი მობრძანება" იუსტიციის სახლის ახალი პროექტია, რომელიც დღეს ამოქმედდა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. სერვისი სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ის საქართველოს 19-ვე იუსტიციის სახლში ჩვილის დაბადების მოწმობასთან ერთად გაიცემა. სერვისი სპეციალური შეფუთვით პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს. დაბადების მოწმობის მისაღებად მოსული ახალშობილის მშობელს დღეს საჩუქარი პირადად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადასცა. „ჩვენ დღეს დავიწყეთ 19-ივე იუსტიციის სახლში საქართველოს მასშტაბით პროექტი, რომელიც ეძღვნება სოციალურად დაუცველ ახალშობილებს და მას ჰქვია-„კეთილი იყოს შენი მობრძანება“. გვინდა, რომ იმ მშობლებს, ვისაც 100 000 ქულამდე აქვს რეიტინგი, პირველადი მოხმარების საგნები, ასევე საკვები დანამატი, მათ შორის მინერალები და ვიტამინები გადავცეთ საჩუქრად. ამ პაკეტში არის დაახლოებით 60 ლარის ღირებულების პირველადი მოხმარების საგნები და მინდა, რომ ამ პროექტის პოპულარიზაციასთან ერთად, მშობლემა, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, ბავშვის დაბადებამდე ბევრად ადრე იცოდნენ, რომ მათ შეუძლიათ ეს თანხა სხვა რამეზე დახარჯონ. ეცოდინებათ, რომ დაბადების რეგისტრაციისას, დაბადების მოწმობასთან ერთად, პირველადი მოხმარების საგნებს ყველა ვარიანტში გარანტირებულად მიიღებენ. ამ გზით იუსტიციის სახლი ყოველი სოციალურად დაუცველი ახალშობილის მეგობარი გახდება. ჩვენი გრძელვადიანი მიზანი პარტნიორების მოზიდვა, სასაჩუქრე პაკეტის გამდიდრება და დაბადების მოწმობასთან ერთად გაცემაა არა მხოლოდ იუსტიციის სახლებში, არამედ ჩვენი სისტემის ყველა ტერიტორიულ სამსახურსა და საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც მოქალაქე დაბადებას არეგისტრირებს. ამ გზით იუსტიციის სახლი ყოველი სოციალურად დაუცველი ახალშობილის მეგობარი გახდება", − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. ამ პროექტისადმი ინტერესის ნიშნად ღონისძიებაში საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ანტუან ბარდონიც მონაწილეობდა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ბავშვებზე მორგებულ ამგვარ სერვისებს ქველმოქმედი დამფინანსებლები გამოუჩნდებიან; იუსტიციის მინისტრთან ერთად ანტუან ბარდონის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდი „Salve" კი ამ პროექტის მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება. სპეციალური საჩუქარი შედგენილია კვლევის საფუძველზე და დაკომპლექტებულია ახალშობილი ბავშვისთვის პირველადად საჭირო ნივთებით და 180 ცალი საკვები დანამატის ვიტამინებით, რომლებიც „UNICEF"-ის სტანდარტით კვების დეფიციტის აღმოფხვრისთვის არის აუცილებელი. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოში 100 000 ბავშვზე მეტი კვების დეფიციტის მქონეა, რაც ხელს უშლის მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას; ამ დეფიციტის აღმოფხვრა კი ურთულესია ორი წლის ასაკის შემდეგ. თეა წულუკიანმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ანტუან ბარდონთან ერთად ფონდი „Salve" მიმდინარე წლის 3 მარტს დააფუძნა. ფონდის პირველი შემწირველები საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საქართველოში მოღვაწე ფრანგი, ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენები არიან. ფონდს მხოლოდ ორი კონკრეტული მიზანი აქვს: ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტების დაფინანსება; სოციალურად დაუცველ ახალშობილ ბავშვებში კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება" ფონდ „Salve"-ს მხარდაჭერით ისარგებლებს.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)