08:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 09:21:08, 633 ნახვა

საზოგადოება
17 ოქტომბრის სპეციალური ანონსი

17 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „შნოს“ საქმიანობას გაეცნობა, რომელიც სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.

მის: ქინძმარაულის ქ.#5

17 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.

17 ოქტომბერს, 11:30 საათზე, 2012 წლის მოწვევის პარლამენტის „რესპუბლიკელი“ წევრი თამარ კორძაია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

17 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მაჩაბლის 7, საკონტაქტო: 599 261 414

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში რიგით მეოთხე საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალ CinéDOC–Tbilisi-თან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი, ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურა მაღალაშვილი, ჟიურის წევრი ჟან-ივ ლავუარი და რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კვლევის „ქმედუნარიანობა – საკანონმდებლო რეფორმა იმპლემენტაციის გარეშე“ პრეზენტაციას გამართავს.

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ბრიფინგს გამართავს.

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თსუ-ში VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი გაიხსნება, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრებიან.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზი

17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერეციას გამართავს.

თემა: საქალაქო სასამართლომ ,,დემოკრატიული მოძრაობის“ არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა; ცვლილებები კონსტიტუციაში; საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური; პრეზიდენტის არჩევის წესი; ,,ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

17 ოქტომბერს, 12:30 საათზე, ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ,,რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტან ხმალაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ცვლილებები კონსტიტუციაში, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება, საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლებისთვის განკუთვნილი სერვისის ფარგლებში, პირველ მშობელს საჩუქრებს გადასცემს.

მის: სანაპიროს ქ. #2

17 ოქტომბერს, 15.00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის პრესკონფერენცია ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მდებარე „სადავო ნაგებობასთან“ დაკავშირებით.

17 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ბათუმის პორტში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი „პრემიე მეტრ ლ’ ერის“ შემოსვლის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ფრანგულ სამხედრო გემზე ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics