05:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 12:33:52, 788 ნახვა

საზოგადოება
კუს ტბის განახლებული საბაგირო გაიხსნა

თბილისის სატრანსპორტო სისტემას კუს ტბის განახლებული საბაგირო შეემატა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, წლების წინ გაჩერებული საბაგიროს სრულად მოდერნიზება მოხდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა.  წლების   განმავლობაში გაჩერებული საბაგირო აღდგა.  მთლიანად  საბაგიროს მოდერნიზაცია მოხდა და  გაკეთდა სადგურები. ყველაფერი რა თქმა უნდა არის უსაფრთხო. მნიშვნელოვანია ის, რომ საბაგირო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საბაგიროთი, ასევე შესაძლებელია ველოსიპედების გადატანა. აღსანიშნავია, ის რომ საბაგირო ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა)  სადგური.

ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე.

კუს ტბის ახალ საბაგიროზე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი.

თითო გონდოლით 10-12 ადამიანი იმგზავრებს, მათ შორის, ერთი  მუდმივი გამცილებელი.

გონდოლები და სადგურები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ველოსპორტის მოყვარულებისთვის გონდოლებზე სპეციალური ველოსაკიდები დამონტაჟდა.

სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბაგირმშენმა“ შეასრულა.

პროექტის საერთო ღირებულება 1 100 000 ლარია.

 

ფოტო რეპორტაჟი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics