21:37 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 11:11:52, 669 ნახვა

საზოგადოება
დღეს ხელვაჩაურის N83 საოლქო საარჩევნო კომისია 3-ს, ხულოს N84 საოლქო საარჩევნო კომისია კი, 10 საჩივარს განიხილავს

ბათუმის (ჯამში 92, განიხილეს 42), ქობულეთის (ჯამში 10, დაასრულეს განხილვა), ხელვაჩაურისა (ჯამში 15, განიხილეს 12) და ხულოს  (ჯამში 20, ხვალ განიხილავენ 10-ს) საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში დაახლოებით 137 საჩივარია შესული. აქედან, 10 ოქტომბერს კომისიებმა  75 საჩივარი განიხილეს, გუშინ  და დღეს კი,   დარჩენილ 63 საჩივარს განიხილავენ.

როგორც უსკო-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, განცხადება/საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს, მათ შორის ყუთების გახსნამდე პროცედურებს ეხებოდა, რაც უკვე აღმოფხვრილი იყო.

 ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები რამდენიმე შემთხვევაში ითხოვდნენ ბიულეტენების გადათვლას და უბნის ბათილობას, რაც ხშირ შემთხვევაში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დისციპლინარულ ზომად გამოყენებული იქნა როგორც შენიშვნა და გაფრთხილება, ასევე ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.(ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით  N40 უბნის თავმჯდომარეს დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით).

გუშინ 6 საათის შემდეგ ბათუმის N79 კომისიამ   50-მდე საჩივარი განიხილა,  რაც ძირითადად შემაჯამებელ ოქმებს ეხებოდა. დღეს კი სამ საჩივარს ხელვაჩაურის  N83  საოლქო საარჩევნო კომისია, 10-ს კი ხულოს N84  საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს. რაც შეეხება ქობულეთს,  N81 საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა საჩივრების განხილვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics