|
2016-10-12 09:13:50, 629 ნახვა
საზოგადოება
8 ოქტომბრის არჩევნებში 1814276-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა 1814276-მა ამომრჩეველმა მიიღო, აქედან 51.1%-(927069) ქალია, ხოლო 48.9% (887207) კაცი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მან ასევე საჩივრების შეტანის ვადებსა და განხილვის პროცესზე ისაუბრა: „დღეს, საღამოს 6 საათზე ამოიწურა საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანის ვადა და მიმდინარეობს მათი განხილვის პროცესი. პროცედურის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს მათი რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების განაკარგულებები შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ. ბოლო მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 6 უბნის შემაჯამებელი ოქმი ბათილად იქნა ცნობილი. „გარდა ამისა, მოცემული დროისთვის დაკმაყოფილდა საჩივრების გარკვეული რაოდენობა; მათი უმრავლესობა კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხება. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაბამისი მოთხოვნის არარსებობის მიუხედავად, თავად საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებით საუბნო საარჩევნო კომისიების რამდენიმე წევრს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. ცესკო-ს სპიკერის თქმით, ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის ცესკოს ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge. “ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების პროცესი. შეგახსენებთ, რომ პროპორციული არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა“, - აღნიშნა მიქელაძემ. მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტური, კანონმდებლობის თანახმად ინიშნება პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას. კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბერია. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არსებული წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 50 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)