23:23 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 14:56:01, 760 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 34,79% შეადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა წარუდგინა. მოცემული დროისთვის საარჩევნო უბნებზე აქტივობამ 34,79% (1222634) შეადგინა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე  მოქალაქეებს შეახსენებს, რომ  საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება  ტელევიზიასა და რადიოში.  ამას გარდა, დღეს საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება  არჩევნებთან დაკავშირებული  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics