23:24 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 15:40:19, 779 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლებს 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა

„მინდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მოვუწოდო, მაქსიმალურად ეცადონ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნუ ჩაიდენენ დანაშაულს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ტუღუშმა  პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სულ ცოტა ხნის წინ, საბურთალოს მეექვსე ოლქში, 48-ე უბანზე, ჩვენი წარმომადგენელები, მამა-შვილი ირაკლი და მამუკა კურტანიძეები  ჯერ აიძულეს დაეტოვებინათ საარჩევნო უბანი, ხოლო ამის შემდეგ, როცა ისინი  საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ  თავს დაესხნენ პირები, რომლებიც რამდენიმე ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. 20-მდე პირი  მამა-შვილს  ჯერ გამოელაპარაკნენ,  შემდეგ  კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილზე ჩვენ მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ფაქტს  სათანადო რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ამასთან, მან ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში მომხდარ დარღვევაზე ისაუბრა,.

„მინდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მოვუწოდო,მაქსიმალურად ეცადონ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ნუ ჩიადენენ დანაშაულს.  ვგმობთ ყველა მსგავს ფაქტს და ძალადობას.  მნიშვნელოვანი დარღვევა მოხდა  ლაგოდეხის 26-ე ოლქის მეოთხე უბანზე. სოფელ მაწიმში, ამომრჩვლებმა მაჟორიტარული კანდიდატის საარჩევნო ბიულეტენში, ვერ აღმოაჩინეს ჩვენი კანდიდატი, რადგან ამ ოლქზე მიიტანეს  დუშეთის კუთვნილი ბიულეტენები. დუშეთი არის  ერთადერთი  საარჩევნო ოლქი, სადაც არ წარგვიდგენია კანდიდატი -5 ნომერი არ ფიგურირებს.  გამოვიდა, რომ 38 ადამიანმა ხმა  ლაგოდეხში დუშეთის ბოულეტენით მისცა.  რეალურად ლაგოდეხში 2013 წელს მოგებული გვაქვს საპრზიდენტო არჩევნები  და ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ 2014 წლის თვითმმართველობის არჩვნებზე“, - განაცხადა ტუღუშმა და დასძინა, რომ აღნიშნულ უბანზე დარღვევის მიუხედავად კენჭისყრა მაინც გაგრძელდა.

მისივე თქმით, „მსგავსი მანიპულაციები „ქართულ ოცნებას“ ვერ წაეხმარება“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics