|
2016-10-08 15:22:44, 734 ნახვა
საზოგადოება
არჩევნების მსვლელობის დროს კიდევ ერთი ამომრჩეველი დაიღუპა
ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 51-ე საარჩევნო უბანთან 85 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ადგილიდან "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტი იუწყება, გარდაცვლილმა ხმის მიცემის შემდეგ უბანი დატოვა და კიბეზე ჩამოსვლის შემდეგ წაიქცა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ქარელში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოხუცი მამაკაცი გარდაიცვალა. საარჩევნო უბანში შესვლამდე მოხუცი მამაკაცი ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ექსპრენიუსს" განუცხადეს, შემოსული შეტყობინების საფუძველზე წინასაგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)