|
2016-10-08 11:38:21, 683 ნახვა
პოლიტიკა
ISFED: პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 4.2% მზად არ იყო
პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის საარჩევნო უბნების 4.2% მზად არ იყო, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) იუწყება. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, საკონტროლო ფურცლის შევსების პროცედურასთან დაკავშირებული ხარვეზები, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება და აგიტაცია საარჩევნო უბანზე. “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 7,საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების 5, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, უბანზე აგიტაციის 1 და საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 2 შემთხვევა. ,,სამართლიანი არჩევნების’’ ყველა დამკვირვებელს (100%) მიეცა შესაძლებლობა დაკვირვებოდნენ უბნის გახსნის პროცედურებს. ეს მონაცემი ემთხვევა 2014 წლის მონაცემს. პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების 4.2% მაშინ, როცა 2012 წელს არ იყო მზად უბნების 8.8%, ხოლო 2014 წელს - 1.3%. აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მცირედი დაგვიანებით დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა • #41 მაჟორიტარული ოლქის (გორი) #96 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაგვიანებით შეუშვეს უბანზე იმ მიზეზით, რომ აკრედიტაციას არ ჰქონდა ბეჭედი; • #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #5 საარჩევნო უბანზე 7 საათიდან 8 საათამდე პერიოდში, კერძოდ, უბნის გახსნის პროცედურებზე დასაკვირვებლად, საუბნო საარჩევნო კომისიამ არ დაუშვა საერთაშორისო დამკვირვებლები. საკონტროლო ფურცლის შევსების პროცედურასთან დაკავშირებული ხარვეზები • #36 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #5-ე და #49 მაჟორიტარული ოლქის (ქუთაისი) #70 საარჩევნო უბანებზე საკონტროლო ფურცელში ამომრჩევლის ნაცვლად დამკვირვებლის მონაცემები შეიტანეს; • #70 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #58 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების გამო საარჩევნო უბანი ნახევარი საათის დაგვიანებით გაიხსნა; • #36 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #5 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი ყუთში პროცედურის დარღვევით, კერძოდ, ორი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდეგ ჩააგდეს; • #35 მაჟორიტარული ოლქის (მარნეული) #14 საარჩევნო უბნის გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ იქნა მოთავსებული. საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება • #24 მაჟორიტარული ოლქის (გურჯაანი) #11 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში არ შეიტანეს წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების ცვლილების შესახებ ინფორმაცია, რაც აღმოიფხვრა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ; • #25 მაჟორიტარული ოლქის (სიღნაღი) #29 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენებს ხელმოწერითა და ბეჭდით წინასწარ ამოწმებდა; • #31 მაჟორიტარული ოლქის (გარდაბანი) #31-ე, #42 მაჟორიტარული ოლქის (ხაშური) #32-ე, #41 მაჟორიტარული ოლქის (გორი) #34-ე და #60 მაჟორიტარული ოლქის (ჩოხატაური) #2-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიამ სადემონსტრაციო ოქმებში შესაბამისი მონაცემები არ შეიტანა; • #69 მაჟორიტარული ოლქის (ბათუმი) #8 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბულეტენები სხვადასხვა კონვერტში მოათავსა. აგიტაცია საარჩევნო უბანზე • #44 მაჟორიტარული ოლქის (ახალციხე) #24 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ერთ-ერთი პარტიის სააგიტაციო მასალით გამოცხადდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა. არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე • #23 მაჟორიტარული ოლქის (საგარეჯო) #9 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პარტიის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა; • #39 მაჟორიტარული ოლქის (კასპი) #26 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი არ არეგულირებდა ამომრჩეველთა რაოდენობას უბანზე, რაც გამოსწორდა დამკვირვებლის მითითების შემდეგ". ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს, პარლამენტის 150 დეპუტატი აირჩიოს; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)