16:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 11:32:50, 627 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის შეფერხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რამდენიმე საარჩევნო  უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაგვიანებით დაიწყო.

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე საარჩევნო პროცესის შეფერხების მიზეზებზე ისაუბრა:

„ მაგალითად, ხმის მიცემის პროცესი 3 წუთის დაგვიანებით დაიწყო სამგორის 22-ე საარჩევნო უბანზე, 5 წუთის დაგვიანებით მთაწმინდის საარჩევნო უბანზე, ასევე ქუთაისის 27-ე საარჩევნო უბანზე. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ მოგეხსენებათ, საარჩევნო უბნებზე არის წარმოდგენილი ბევრი წარმომადგენელი, სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები და მათ ესაჭიროებოდათ დროულად  რეგისტრაციის გავლა და შემდეგ მონაცემების ჩანაწეთა წიგნში აღრიცხვა. სწორედ ამან გამოიწვია რამდენიმე საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა.გარდა ამისა ზუგდიდის მე-18 საარჩევნო უბანზე 30-40  წუთით შეფერხდა პროცესი.იქ მისულ ამომრჩეველს არ მიეცა შესაძლებლობა, ზუსტად 8 საათიდან  განეხორციელებინა საკუთარი კონსტიტუციური უფლება, ვინაიდან წილისყრით ფუნქციების გადანაწილების დროს,  კომისიის ერთ-ერთ წევრს არ სურდა, მონაწილეობა მიეღო წილისყრის პროცესში, რამაც გამოიწვია შეფერხება, თუმცა მოგვიანებით მისი ქმედება გამოსწორდა. გარდა ამისა, ზუსტად იგივე უბანზე დამკვირვებელი აპროტესტებდა ლუქის ნომრის დაფიქსირებას  და აღნიშნულის დაფიქსირებას შესაბამის ჟურნალში  და ამის გამო გაჭიანურდა, 8 საათის ნაცვლად ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო. გარდა ამისა, ფოთის 61-ე ოლქში, მე-8 უბანზე დაახლოებით 30 წუთით შეფერხდა  პროცედურები. საუბარია  კენჭისყრისწინა პროცედურების განხორციელებაზე, წილისყრით ფუნქციების გადანაწილების პროცესზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ვერ მოახერხეს კომისიის შენობაში შესვლა. კარი ჩაიკეტა,  სადაც იყო შენახული მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია, მოუხდათ სამაშველო დამხმარე ჯგუფის მიყვანა, რომელმაც გახსნა საარჩევნო უბანი, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ დროულად განახორციელეს კენჭისყრისწინა პროცედურები და კენჭისყრის პროცესი დაიწყო ზუსტად 8:00 საათზე. გარდა ამისა, ბათუმის  პირველი უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გააძევეს, რომელიც არჩევნების მიმდინარეობის პროცესს ხელს უშლიდა. ამას ითხოვდა ასევე  არჩევნებში მონაწილე დამკვირვებელი, სხვადასხვა  სადამკვირვებლო ორგანზიაციების წარმომადგენლები, საარჩევნო უბანზე გამოძახებული იყო პატრული, ასევე გააძევეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი და თანასწორობის ინსტიტუტის“ დამკვირვებელი“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics