|
2016-10-07 15:55:35, 729 ნახვა
საზოგადოება
ლელა ჩიქოვანის სომხეთის წარმომადგენლებს შეხვდა
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს, კარენ პარუნაკიანსა და სომხეთის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სამუელ რამაზიანს უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ახალი ხელმძღვანელი პირების დანიშვნა მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამხედრო განათლების კუთხით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და სამეზობლო პოლიტიკა იყო. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. (NS)
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)