02:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 10:08:22, 652 ნახვა

საზოგადოება
კახეთში, მალხაზ ქლიბაძემ აგოპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, მალხაზ ქლიბაძის ბაღი მოინახულეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მალხაზ ქლიბაძე პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 11 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის   40,977 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. 

მათივე ინფორმაციით, მიღებული დაფინანსებიდან 25,410 ლარი ნერგებზე, ხოლო 15,567 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში სულ  398 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა   1,488,103 ლარი.  

ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1,728 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა  8,621,612 მილიონ ლარს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს. 
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics