|
2016-10-07 09:54:37, 778 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი წინასაარჩევნო გარემოს აფასებს
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, საქართველოს მოსახლეობა აფასებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში, უკანასკნელი წლების განმავლობაში გადაიდგა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თანაბარი წინასაარჩევნო გარემო შეექმნათ: „რომელიც იყო მართლაც უპრეცედენტო და ეს იყო აღნიშნული ყველა ჩვენი მეგობრის მიერ. თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს უმკაცრესად, ვინადაინ ეს იყო ნამდვილად სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ თავისუფალ ნებას, რა თქმა უნდა დაუჭერენ მხარს საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს, და დარწმუნებული ვარ, ეს დღე ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდობიანად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად გამოიყენონ ეს დღე, რათა ჩვენ ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)