|
2016-10-06 21:53:34, 767 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი: დადგა დრო, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საარჩევნო კამპანიის ბოლოს, ოლქის ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ. „არჩევანი, რომელსაც 8 ოქტომბერს გავაკეთებთ, განსაზღვრავს თითოეული ჩვენთაგანის მომავალს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლით საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას, თვისებრივად ახალი ტიპის დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოს. ჩვენთვის ადამიანი მთავარი ღირებულებაა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და სოციალური დაცვა კი - უმთავრესი ამოცანა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქვეყნის სწორად მართვას არ სჭირდება ადამიანების დამცირება და დაშინება, ქვეყნის სწორად განვითარება შესაძლებელია ძალადობის და რეპრესიების გარეშე, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი. ახლა დადგა დრო, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. 8 ოქტომბერს, ერთად გადავწყვიტოთ, როგორ განათლებას მიიღებენ ჩვენი შვილები, როგორი სიბერე ექნება ჩვენს უფროს თაობას, როგორი წარმატება და დასაქმება - ჩვენს ახალგაზრდებს. თქვენი მხარდაჭერა მომცემს ძალას მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი უბნისთვის. გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაძლიეროთ ქვეყანა.” - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)