|
2016-10-06 21:52:28, 771 ნახვა
საზოგადოება
შალვა კიკნაველიძე ზესტაფონში რძის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას დაესწრო
ზესტაფონში რძის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საწარმო „ENPARD“-ს დაფინანსებით შეიქმნა და 150 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული. საწარმო რძეს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს. „ჩვენი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და უვნებელი რძის პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს“, - აცხადებს კოოპერატივის თავმჯდომარე, მიხეილ ჭანკოტაძე. მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ სამუშაო ადგილების შექმნაზე და ხელისუფლების მიერ ამ კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. „დღეს სოფელ როდიანაულში გაიხსნა რძის ახალი საწარმო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სოფლისთვის, ასევე რაიონისთვის. ახალი საწარმო ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიოტიტეტი და სწორი პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ. საწარმო ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებით შეიქმნა. ევროკავშირის მიერ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად 102 მლნ ევროა გამოყოფილი.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)