02:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 21:37:00, 752 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა „მომავლის პროექტების“ პრეზენტაცია გამართა

ჩვენ ვნახეთ გუშინდელი დღე და ვხედავთ დღევანდელს, ახლა კი შევალთ და ვიხილავთ მომავლის საქართველოს, რომელიც თანდათან უკვე რეალობა ხდება,–ამ სიტყვებით  შეუძღვა საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც „მომავლის პროექტების" პრეზენტაცია გამართა.

ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია,  სივრცითი განვითარება, „აწარმოე საქართველოში", „დანერგე საქართველოში", განახლებადი ენერგიის წყაროები, ეკოლოგიური საქართველო,  „სტარტაპ  საქართველო", „ბიზნეს სახლი" და ერთიანი ფრონტ–ოფისი, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, განათლება საქართველოში, „უმასპინძლე საქართველოში"– ეს ის პროექტებია, რომლებმაც, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მომავალი წინსვლა, კეთილდღეობა  და სწრაფი განვითარება უნდა უზრუნველყოს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები ახალგაზრდებს 3D ინსტალაციით წარუდგინა.

„ჩვენ ერთად ავაშენებთ უკეთეს საქართველოს - განვითარებულ, პროგრესულ ქვეყანას, უახლესი ტექნოლოგიებით, თანამედროვე განათლებით, ახალი საწარმოებით, წელში გამართული სოფლით და მოვლილი ბაღ-ვენახებით, ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით. ეს იქნება ბედნიერი და სიყვარულით გამთლიანებული საქართველო. ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი საქართველო! ჩვენ ახლა ერთად ვიმოგზაურებთ მომავლის საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელშიც ყველა ჩვენგანს სწადია ცხოვრება და რომლის მომავალსაც ყოველი ჩვენგანი საკუთარ მომავალს უკავშირებს,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო საქართველოს განვითარების ხედვა. „მომავლის პროექტების" პრეზენტაციის დასასრულს, პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთელ დაადასტურა  საქართველოს მთავრობის მზაობა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ყველა იმ  პროექტს, რომელიც წინ წასწევს საქართველოს და აამაღლებს ქვეყანაში ცხოვრების დონეს.

„აი, ეს არის ის საქართველო, რომელსაც მე პირადად, ჩვენ გუნდთან ერთად, ყოველ თქვენგანთან ერთად ვნატრობ და რომლის შესაქმნელადაც ვმუშაობთ. ამ მიზნით მთელი საქართველო უნდა გავაერთიანოთ, რათა მივიღოთ ბედნიერი, სიყვარულზე დაფუძნებული, გაერთიანებული საქართველო. მერწმუნეთ, ამ საქართველოში ჩვენ ყველანი აუცილებლად ვიცხოვრებთ! "–აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი საქართველო იქნება კიდევ უფრო თავისუფალი, ეკონომიკურად წელში გამართული, თანამედროვე ტექნოლოგიებით, კონკურენტუნარიანი სპეციალისტებით, ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდებით, ძლიერი სოფლით და ქალაქით, დაცული ეკოლოგიითა და ხელშეუხებელი ადამიანის უფლებებით.


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics