02:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 19:23:44, 644 ნახვა

საზოგადოება
კინოთეატრში „ამირანი“ დოკუმენტური ფილმის - „ევროპასაქართველოში - დიუმას ნაკვალევზე“ პრემიერა გაიმართა

კინოთეატრში „ამირანი“ მოწვეული სტუმრებისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გადაღებული  დოკუმენტური ფილმის: „ევროპა საქართველოში - დიუმას ნაკვალევზე“ პრემიერა გაიმართა. ფილმის რეჟისორი თომა ჩაგელიშვილია.

დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ძირითადი დონორი. იდეის ავტორების მიზანია, მოსახლეობისთვის ევროკავშირის დახმარების იმ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც საფუძველს ქმნიან საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.

1992 წლიდან დღემდე, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ევროკავშირის დახმარებამ დაახლოებით 1 მილიარდ 600 მილიონი ევრო შეადგინა. ამის გარდა, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდასაჭერად. განსაკუთრებით აღსანიშნავია დახმარება, რომელიც ევროკავშირმა 2008 წელს რუსეთის აგრესიის შემდგომ გამოყო -  ამ დახმარებამ 500 მილიონი ევრო შეადგინა.

„ფილმი, რომელიც ჩვენი ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა, ეძღვნება ევროკავშირის 25 წლიანი დახმარების ისტორიას საქართველოში. გარკვეულწილად, გამიჩნდა განცდა, რომ საზოგადოება  სათანადოდ არაა ინფორმირებული, თუ რამხელა პროექტები აქვს ევროკავშირს განხორციელებული საქართველოში. ეს არა მხოლოდ  მოიცავს ფინანსურ  მილიარდ  600 მილიონი ევროს  ოდენობის დახმარებას, მოიცავს სხვადასხვა პროგრამებს. მათ შორის, ვიცით, რომ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც ვიზალიბერალიზაციაა, ასევე ძალიან  მნიშვნელოვანი მხარდამჭერია როგორც ჩვენი ქვეყნის  ევროპული მომავლის, ისე თითოეული  მოქალაქის მომავალი გეგმებისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ  ამის შესახებ ფილმი გაგვეკეთებინა და ცნობილ რეჟისორთან, თომა ჩაგელიშვილთან  ერთად, დავგეგმეთ ეს სცენარი და ძალიან  საინტერესო ფილმი გამოვიდა. კიდევ ერთხელ გადავხედავთ ჩვენს  ევროპულ წარსულს,  ევროპულ აწმყოს და ევროპულ  მომავალს“,-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  დავით ბაქრაძემ.

ფილმის მთავარი გმირი-საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მიჰყვება ცნობილი ფრანგი მწერლისა და მოგზაურის ალექსანდრე დიუმას გზას და პარალელურად მოინახულებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და განხორციელებულ პროექტებს. 

ფილმი  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებშია გადაღებული.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics