|
2016-10-06 17:49:56, 3056 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პირველი სახლის ტიპის სამშობიარო - „PINEO Luxury“ გაიხსნა
საქართველოში პირველი - სახლის ტიპის სამშობიარო - „PINEO Luxury“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამშობიაროს დირექტორთან, ზაზა სინაურიძესთან ერთად გახნა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება სამშობიაროს სამედიცინო აღჭურვილობისა და ახალი კონცეფციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „აქ არის განსხვავებული კონცეფცია, რომელიც ორსულს მინიმალურ სტრესულ პირობებს უქმნის. სამედიცინო დაწესებულებასთან ასოცირება გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული. ასეთ ოჯახურ პირობებთან მიახლოებული და სრულყოფილი სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებული სამშობიარო მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალი დედისთვის იყოს უსაფრთხო გარემო, ნაკლები იყოს მშობიარობის წინა გართულებები და სტრესი. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ შემცირდეს ქირურგიული ჩარევები და საკეისრო კვეთები”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. „PINEO Luxury“ მე-4 სამშობიარო სახლის ბაზაზე შექმნილი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს განყოფილებაა. ახალი კონცეფციის სამშობიარო სახლში საცხოვრებელი გარემოა შექმნილი. მომავალი დედებისთვის, პალატების ნაცვლად, ოთახებია გამოყოფილი, სამედიცინო ნივთები კი შეუმჩნეველ ადგილზეა განთავსებული. ნიუ იორკი, ტოკიო, ჟენევა - პალატების სახელებია და შესაბამისი დიზაინით არის მოწყობილი. საჭიროების შემთხვევაში, მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების სამშობიაროში ნევროლოგიის, ქირურგიის, კარდიოლოგიის, ასევე დიდებისა და ბავშვთა რეანიმაციის ბლოკებიც არის განთავსებული. ახალი კონცეფციის სამშობიარო რეგიონში პირველია. სახლის ტიპის კონცეფციის სამშობიარო თავდაპირველად სკანდინავიაში, შემდგომში კი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა. (NS)
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)