02:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 16:54:07, 704 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორია ლატვიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  დღეს, თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლატვიის ელჩს იანის ზლამეტსს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიამ ლატვიის ელჩს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიელი ექსპერტების ჩართულობისთვის.

მხარეებმა სურვილი გამოთქვეს ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ სამხედრო-სასწავლო წვრთნები.

იზორიამ ყურადღება გაამახვილა სამხედრო განათლების სფეროში ლატვიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაღალი რანგის სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლების გაცვლითი ვიზიტები.

 მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და სამხედრო სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ლატვიის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი დაესწრნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics