|
2016-10-06 16:37:16, 855 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მედიის პროფესიულ კავშირი დაფუძნდა
გაერთიანებული პროფკავშირის ბაზაზე ახალი დარგობრივი გაერთიანება ჩამოყალიბდა. GMTU საქართველოს მედიის პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც ჟურნალისტების, ოპერატორების, მემონტაჟეების, ფოტოგრაფებისა და მედიაში დასაქმებული პერსონალის უფლებებს უკვე დღეიდან დაიცავს. კავშირს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფესიული ორგანიზაციის ლიდერები ხელმძღვანელობენ. გაერთიანების თავმჯდომარედ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ჟურნალისტი ლაშა მესხი იქნა არჩეული, ხოლო საპატიო თავმჯდომარედ ოპერატორი კახაბერ ჯანაშვილი. „ვფიქრობ დღევანდელი დღე წინგადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ საქართველოს პროფკავშირული მოძრაობისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. საერთაშორისო და დასავლური გამოცდილება პროფკავშირული მოძრაობების მიმართულებით ძალიან პროგრესული და წარმატებულია. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მედიის პროფესიული გაერთიანება. უკვე დღეიდან ჩვენ საქართველოს მასშტაბით ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის, მემონტაჟისა და ყველა დასაქმებულის უფლებებს დაიცავს“, - განაცხადა მესხმა ორგანიზაციის პრეზენტაციაზე. ღონისძიებას სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)