|
2016-10-06 15:25:15, 937 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან მისვლისგან თავი შეიკავა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოში მისვლისგან თავი შეიკავა. როგორც კობახიძე აცხადებს, ქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი ზედმეტია. "სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას. ჩემი ინფორმაციით, ის დაბარებული იქნა გამოკითხვაზე, თუმცა მან თავი შეიკავა მისვლისგან. აქედან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი ბუნებრივია ზედმეტია. ბუნებრივია, ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც მაინცდამაინც ერთ და ორ დღეში შეიძლება გაიხსნას. უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. კვალიფიკაციის მინიჭება საქმისთვის არის სამართლადამცავი ორგანოების კომპეტენცია.მათ მიანიჭეს საქმეს ის კვალიფიკაცია, რომელიც მიანიჭეს, დანარჩენს უკვე გამოძიების მიმდინარეობა გვაჩვენებს.თუ გამოძიებაში გამოიკვეთება, რომ ეს იყო, დავუშვათ ტერაქტი ან სხვა რაიმე ტიპის დანაშაული, ამ შემთხვევაში ბუნებრივია სამართლდამცავი ორგანო შეუცვლის მას კვალიფიკაციას. ბუნებრივია ეჭვები არსებობს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ დაგეგმილი არის გარკვეული პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საფუძვლიანია ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ საქმის უკან იდგეს ის ეჭვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 4 ოქტომებრს „პირიმზესთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)