02:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 15:15:02, 705 ნახვა

საზოგადოება
GFK განმარტავს, რატომ იყო დიდი განსხვავება 2012 წლის არჩევნებზე მათი კვლევის შედეგებსა და ცესკო-ს მონაცემებს შორის

„რუსთავი 2“-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK-ს წარმომადგენლებმა დღეს პრეზენტაცია გამართეს და საზოგადოებას განუმარტეს, თუ  რა მეთოდოლოგიით ატარებენ ისინი ეგზიტპოლებს.

პრეზენტაციას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორიც ესწრებოდა. მან კომპანიის ვიცეპრეზიდენტს, ვადიმ ვოლოსის სთხოვა განემარტა, რა გახდა 2012 წელს ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგსა და მათი ეგზიტპოლის შედეგებს შორის  დიდი სხვაობის მიზეზი.

ვიცეპრეზიდენტის თქმით, მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც პასუხზე უარი განაცხადეს,  გამოკითხულთა სრულ რაოდენობაში შეიყვანეს. მისივე ინფორმაციით, ახლა ვინც გამოკითხვაზე უარს ამბობს, ცალკე ითვლება:

„ეგზიტპოლში  2 გზა არსებობს  ანგარიშგების, 1-ლი, ხალხი, რომელიც  არ პასუხობს კითხვაზე, ზოგი თვლის უარყოფით პასუხად, ზოგი პოზიტიურად. ეს ხალხი არ უნდა შეყავდეთ რაოდენობაში.  ამიტომაც ხდება რაღაც აცდენები.  ვინც უარი თქვა პასუხის გაცემაში, შეიტანეს მონაცემებში და ჩემი აზრით,  ამიტომ მივიღეთ  2012 წელს ის, რაც მივიღეთ. მეთოდოლოგიის თვალსაზრისით, ეს იყო მიზეზი  იმისა, თუ რატომაც იყო  ასეთი განსხვავებული  შედეგი. უარის რაოდენობა ამოვიღეთ  გამოკითხულების სრული რაოდენობიდან  და მივიღეთ უფრო ზუსტი რაოდენობა. მათ,  ვინც უარს გვეუბნებიან, ცალკე ვთვლით, ცალკე მონაცემად ვდებთ. თუ მაღალია ასეთი ადამიანების რაოდენობა,  ვცდილობთ, სხვა დამატებითი კითხვები დავსვათ“,-აღნიშნა ვადიმ ვოლოსიმ.

შეხვედრაზე  იმყოფებოდა შალვა რამიშვილიც, რომლის  კითხვაზე-ანუ,  2012 წელს თქვენი  მეთოდოლოგია არ იყო სწორი, GFK-ს ვიცეპრეზიდენტმა უპასუხა, რომ მეთოდოლოგია სწორი იყო, უბრალოდ ადამიანები, რომლებმაც პასუხზე უარი თქვეს, უნდა გამოერიცხათ.

ვოლოსის განმარტებით, ცდომილების დაშვებული ზღვარი შეიძლება 1% იყოს:

„მაგრამ ზუსტად გეტყვით არჩევნების დღეს.  ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გვეტყვის  უარს გამოკითხვაზე“,-დასძინა ვადიმ ვოლოსიმ.

ამასთან, GFK-ს ვიცე პრეზიდენტს კითხეს, თუ ვინ იყო 2012 წლის არჩევნების დროს საველე სამუშაოებისას მათი პარტნიორი. ვადიმ ვოლოსიმ განაცხადა, რომ არ იცის.

"გაგიგებთ და გეტყვით, მგონი, ბრიტანელების გუნდი უნდა იყოს. 2013-2014 წლებში, BCG იყო. ეგზიტპოლის დროსაც, ჩვენი პარტნიორი BCG-ა", - განაცხადა ვოლოსიმ.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის არჩევნებზე GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებისგან 21.9%-ით განსხვავდებოდა.

 მაშინ ამ კომპანიამ კვლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩაატარა. GFK-ს მაშინდელი მონაცემებით, კოალიცია "ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის“  რეიტინგი 33%-33% იყო, თუმცა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით,  "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 54,9%, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი 40,4% მიიღო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics