10:22 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 14:52:29, 829 ნახვა

პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე ადგერის, ტბისა და ცემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

 ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების-სადგერის, ტბის და ცემის მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

გედევან ფოფხაძემ პარტია ,,ქართული-ოცნების“ 4 წლიან მიღწევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მშვიდ საარჩევნო გარემოს.

 ,,ჩვენ კარგად გვახსოვს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, თუ რა რთულ პირობებში გვიხდებოდა ბრძოლა, გვახსოვს სპეცდანიშნულების რაზმის შემოსვლა ბორჯომში, ისინი ემზადებოდნენ საარჩევნო უბნების დასარბევად, თუმცა მათ, ეს არ გამოუვიდათ“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი სოციალურ პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზებს შეეხო. ,,ქართული ოცნება“ იბრძოდა და ყოველთვის იბრძოლებს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა უკეთეს პირობებში იცხოვრონ,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა ხანძრის ჩაქრობიდან ოთხი დღის შემდეგ
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics