|
2016-10-05 17:57:43, 855 ნახვა
საზოგადოება
ავღანეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებში დღეს დილიდან აქტიურად მონაწილეობენ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ავღანეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ არჩევანს ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აკეთებენ, სადაც საარჩევნო უბანი დილის შვიდ საათზე გაიხსნა. II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე" გახსნილ საარჩევნო უბანზე იხდის მოქალაქეობრივ ვალს. ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეულის სამხედროები კი, პარლამენტის არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით იღებენ მონაწილეობას. საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)