|
2016-10-05 16:48:24, 728 ნახვა
საზოგადოება
„ავერსი“ რაციონალი საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე უკვე მეორედ წარსდგა
საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI Worldwide რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, წელს ბარსელონაში 4-6 ოქტომბერს იმართება. ეს ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ფარმაცევტულ სფეროში დანერგილი სიახლეები თუ ტექნოლოგიები კოლეგებს გაუზიაროთ, მოიძიოთ ახალი პარტნიორები და ბაზრები, გააფართოვოთ ექსპორტის არეალი. სწორედ ამიტომ CPHI Worldwide ავერსი-რაციონალის თანამშრომლები ვიზიტორების რანგში ყოველწლიურად სტუმრობდნენ, თუმცა, თავად ქართული ფარმაცევტული წარმოება „ავერსი-რაციონალი“, როგორც მონაწილე წელს უკვე მეორედ წარსდგა. საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაში მონაწილეობას ამ სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს ყველა კუთხიდან იღებენ. წელს ღონისძიებაში მონაწილეობას 153 ქვეყნიდან 2500 ფარმაცევტული კომპანია იღებს, გამოფენას 36 000 -ზე მეტი ვიზიტორი ესწრება. "ავერსი-რაციონალის" პრეზენტაციასა და წარმატებებზე ვესაუბრეთ ექსპორტის მარკეტინგულ დირექტორს მარიამ ლომთაძეს. "საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე CPHI Worldwide წელს "ავერსი-რაციონალი" უკვე მეორედ წარსდგა, როგორც ქართული ფარმაცევტული საწარმო. გამოფენა ,,ავერსი რაციონალისთვის" საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ასეთი ღონისძიებები საუკეთესო საშუალებაა ახალი ბაზრების და თანამშრომლობის მოძიებისთვის და ჩვენც დაგვეხმარება მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში. ამასთან, კიდევ უფრო მეტი საშუალება მოგვეცემა, რომ "ავერსი-რაციონალის" პროდუქცია ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გავიტანოთ" "ავერსი-რაციონალის" პროდუქციის ექსპორტი 2006 წლიდან ხორციელდება პოსტსაბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის რამოდენიმე ქვეყანაში, ამასთან საექსპორტო არეალი ყოველწლიურად ფართოვდება, რაც პროდუქციის მოთხოვნაზე ზრდას უკავშირდება. საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე წარდგენით "ავერსი-რაციონალმა" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. ამ ნიადაგს "ავერსი-რაციონალში" დანერგილი საერთაშორისო სტანდარტები - ISO 9001 (Quality management systems- Requirements da GMP EU (Good Manufacturing Practice European Union) ამტკიცებს. "ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს! (R)
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)