00:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 13:48:24, 648 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ლიგა იწყება!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს “მოყვარულთა თასი 2016”-ის გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11X11). ჩემპიონატმა სტარტი 2016 წლის 11 სექტემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან აიღო.

მოყვარულთა თასის გათამაშებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. სულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 5 500-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი.

თბილისის ლიგა წარმოადგენს მოყვარულთა თასის გათამაშების ნაწილს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. თბილისში ჩამოყალიბდა 2 ლიგა - უმაღლესი და პირველი ლიგა. უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს 10 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, რომელიც დაკომპლექტდა თბილისის ლიგის წინა გათამაშების მონაწილე 10 საუკეთესო გუნდით. თბილისის ლიგის წინა გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა. ბოლო ადგილებზე გასული 6 გუნდი ასპარეზობას აგრძელებს თბილისის პირველ ლიგაში. გარდა აღნიშნული გუნდებისა, პირველ ლიგაში რეგისტრირდება დამატებით 6 გუნდი. სულ თბილისის უმაღლეს და პირველ ლიგაში მონაწილეობას იღებს 22 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი.

ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან, რომელიც არ    ირიცხება საქართველოს უმაღლესი, პირველი, მეორე ან ჭაბუკთა ლიგის გუნდებში.

თბილისის ლიგაში ასპარეზობს 500-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი.

თბილისის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულს ქალაქ თბილისის მერია დააჯილდოვებს 3 000 ლარით, მეორე ადგილზე გასულ გუნდს - 2 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილოსანს - 1 000 ლარით. 

თბილისის ლიგა სტარტს 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ „ბასა“-ზე აიღებს. გახსნით მატჩში ერთმანეთს თბილისის ლიგის წინა გათამაშების გამარჯვებული „ვაზის უბანი“ და სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი „კვარტალი“ დაუპირისპირდებიან. გახსნით მატჩს დაესწრებიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics