|
2016-10-04 18:48:12, 677 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე კინტრიშის ხეობის სახალხო ზეიმს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ქობულეთში კინტრიშის ხეობის სახალხო ზეიმს დაესწრო. ღონისძიებას აჭარის მთავრობისა და გამგეობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ზეიმის ფარგლებში შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ასევე მოეწყო კინტრიშის ხეობის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. სტუმრებს ადგილობრივები ტრადიციული ნუგბარით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიების დასასრულს ხეობის ღვაწლმოსილი მოსახლეობის დაჯილდოება გაიმართა. „კინტრიშის ხეობის სახალხო ზეიმი" გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ყოველწლიურად აღინიშნება, 2007 წლიდან კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება, რომელიც ხუცუბნის, გვარას, ჭახათისა და სოფელ ქობულეთის ტერიტორიულ ორგანოებს მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)