|
2016-09-30 16:45:03, 645 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი რომის პაპს პირისპირ შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში რომის პაპს ფარნცისკეს პირისპირ შეხვდა. შეხვედრისას საუბრი საქართველოსა და ვატიკანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის მნიშნელობას შეეხო, რომელსაც მომავალ წელს 25 წელი უსრულდება. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლს, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მისიას ასრულდებდა ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგის პროცესში. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება წმინდა საყდრის გადაწყვეტილებას ვატიკანში წმინდა ნინოს მონუმენტის აღმართვის თაობაზე, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული მტკიცე და ურყევი კავშირისა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს მადლობა გადაუხადა წმინდა საყდრის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლების გამო, იქ მცხოვრები ადამიანები მოკლებული არიან ერთმანეთთან კომუნიკაციის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებას. „სისტემატიურად ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის საკუთრების უფლებები. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მილიონი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და ოჯახებში. ისინი ყოვედღლიურად ჰუმანიტარული პრობლემების წინაშე დგანან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს ოჯახის წევრები წარუდგინა და საჩუქრების გაცვლის ცერემონია გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპს წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწულმოქმედი ფერწერული ხატის ასლი უსახსოვრა. თავის მხრივ, რომის პაპმა პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა მაესტრო პატრიციო და სკიულოს მიერ შესრულებული ნახატი, რომლზეც გამოსახულია რომის შვიდი ეკლესია და პილიგრიმები.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)