|
2016-09-30 13:24:40, 715 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპი: დღეს მივემგზავრები საქართველოში, გამაცილეთ თქვენი ლოცვით
გამაცილეთ ლოცვით, რომ შევძლო მშვიდობის, ერთიანობისა და შერიგების დათესვა, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. “დღეს მივემგზავრები საქართველოსა და აზერბაიჯანში. გთხოვთ, გამაცილეთ თქვენი ლოცვით, რომ შევძლო მშვიდობის, ერთიანობისა და შერიგების დათესვა”, - წერს პანტიფიკოსი. ცნობისთვის, რომის პაპს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00 საათზე ელოდებიან. პირველივე დღეს, პაპი გიორგი მარგველაშვილთან, მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, პრეზიდენტის სასახლეში გამართავს შეხვედრას. პირველივე დღეს პაპი ასევე ეწვევა საპატრიარქოს, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება. მეორე დღეს, 1-ელ ოქტომბერს, რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, რის შემდეგაც მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს. 2 ოქტომბერს პაპი ფრანციკე ბაქოში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობას, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წამომადგენლებსა და ებრაულ სათვისტომოს შეხვდება.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)