|
2016-09-30 09:49:58, 707 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო შეხვედრა გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, მღებრიშვილმა კონფერენციაში მონაწილე დონორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, ასევე, არსებული მიღწევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი, აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით შსს-ს სხვადასხვა მიმართულების განვითარების პროცესში. მოგეხსენებათ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და შსს-ში განხორციელებული რეფორმები სწორედ საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას ისახავს მიზნად. ჩვენი მიზანია ძლიერი ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელიც ღირსეულად გაართმევს თავს თავის უმთავრეს ფუნქციებს: დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ეფექტიანად ებრძოლოს დანაშაულს და მოახდინოს მისი პრევენცია“, - განაცხადა მღებრიშვილმა. გიორგი მღებრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შსს-ს ინსტიტუციურ განვითარებაზე, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებების გაძლიერებაზე. კონფერენციაზე შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია, ასევე, შს დანაყოფების არსებული საჭიროებების ანალიზის შედეგები წარუდგინეს, რომლებიც მოკლე და საშუალო ვადიანი პრიორიტეტებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებიდან გამომდინარეობს. კონფერენციას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიპლომატიური მისიისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)