20:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 16:11:44, 540 ნახვა

საზოგადოება
ტექნოპარკში IT დასაქმების ფორუმი გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 29 სექტემბერს, 14:00 - 16:00 საათზე, ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში (ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა) IT დასაქმების ფორუმი" გამართა. 

ფორუმზე თითოეულ მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება, მოეწყო საკუთარი სტენდი ღონისძიების სივრცეში. თითოეულ კომპანიას გამოეყო 1 მაგიდა და 2 სკამი. კომპანიებს მიეცათ უფლება ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სურვილისამებრ მოაწყოთ საკუთარი სივრცე. 

ფორუმზე მონაწილეობა 25 კომპანია მიიღო, ხოლო დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა 150 ია. 

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებსა და სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის დამყარებას და ამ გზით ადგილობრივი კომპანიების ზრდასა და განვითარებას.

IT სპეციალისტებს შორის კომუნიკაციითა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებით საფუძველი ჩაეყრება ახალ იდეებსა და პროექტებს რომელთა არსებობა მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის, მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ბიზნეს სექტორს მრავალ პრობლემას ააცილებს თავიდან

მსავსი ღონისძიებები საშუალებას მისცემს IT სპეციალისტებს გაიღრმავონ ცონდა და გამოიყენონ ის საკუთარ საქმიანობაში. ეფექტიანად გამოიყენონ  სიახლეები, რაც სამომავლოდ მათ სწრაფ განვითარებასა და წარმატებაზე იმოქმედებს.

საქართველოში მსგავსი ტიპის ღონისძებები ტექნოლოგიების მიმართულებით  მომავლის პროფესიების განვითარებას უწყობს ხელს და ორიენტირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე.  ახალგაზრდა ინოვატორების სწორი ხედვა და პროფესიონალიზმი აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის წინსვლის გარანტია. 

IT დასაქმების ფორუმი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პირველად იმართება და ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უკვე მეორე წელია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს ქვეყანაში IT სპეციალისტების რაოდენობის ზრდისათვის. უკვე განხორციელდა "ტრენერთა ტრენინგების" 2 ეტაპი, რომლის ფარგლებშიც 132 მონაწილე 9 მიმართულებით გადამზადდა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ტრენერების მიერ უკვე მომზადდა 1000-მდე დამწყები სპეციალისტი. 

სწორედ სააგენტოს პროგრამებში ჩართული IT სპეციალისტებმა  მიიღეს  მონაწილეობა "IT დასაქმების ფორუმში", რაც კარგი საშუალებაა  ადგილობრივი კომპანიებისათვის ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტების მოსაძიებლად. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics