2016-09-29 11:00:38, 736 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, კიდევ 43 დევნილ ოჯახს გადაეცემა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, უსასყიდლოდ, კიდევ 43 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
დევნილები სახლებს თბილისსა და ხობში მიიღებენ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 12 650-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან