20:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 10:47:10, 641 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას უწევს

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორის მოადგილეს, ტომას მორისს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ატაშეს, ელიზაბეტ ლეონარდის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ოფიცერს, შამენა გალის შეხვდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც კავკასიის მისიის დირექტორის მოადგილემ, ტომას მორისმა აღნიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის განმსაზღვრელი ლაბორატორიული დანადგარები გადმოსცა საჩუქრად.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა USAID-ისა და USDA-ს წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის განმსაზღვრელი ლაბორატორიული დანადგარები განთავსდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, სადაც ცენტრის თანამშრომლებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის კვლევის განხორციელების   საშუალება ექნებათ.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობის სფეროში ეფექტიანი ინფორმაციის შეგროვებისა და ეკონომიკური ანალიზის განხორციელების მიმართულებით.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics