18:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 16:28:25, 658 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი იანოშ ჰერმანს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იანოშ ჰერმანმა ლევან დავითაშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და  საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია და თანამშრომლობა გრძელდება.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“  (ENPARD) პირველი ეტაპის შედეგები შეაფასეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“  არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც ევროკავშირისგან საქართველო ზოგადად სოფლის და, მათ შორის, აგარარული დარგის განვითარებისთვის იღებს.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ელჩს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა მიმართულების საბიუჯეტო პროგრამისა და ინსტრუმენტის საშუალებით ხორციელდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპით (ENPARD Georgia II) გათვალისწინებულ აქტივობებს.

აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივად დასრულებულია სოფლად განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი. სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ENPARD Georgia II-ის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროცესი დაიწყება. პროგრამა 2016-2019 წლებში განხორცილდება. პროგრამის მიზანი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაა.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics