2016-09-28 10:46:48, 661 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: 2 მეტროსადგურის მოდერნიზაციისთვის 2 მილიონი ლარი გვაქვს გამოყოფილი
თბილისის მერია მეტროსადგურების რეაბილიტაციას იწყებს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განმარტებით, 2 მილიონი ლარია გამოყოფილი იმისათვის, რომ 2 მეტრო სადგურის მოდერნიზაცია დაიწყოს.
კერძოდ, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სადგურების კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება.
„გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში რამდენიმე სადგურის პროექტის მომზადება იყწება, რათა მომდევნო წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ თანხა, რომ მეტროსადგურები იყოს უფრო თანამედროვე და უფრო უსაფრთხო“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან