16:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 21:54:47, 709 ნახვა

საზოგადოება
„არა ფობიას“ „პატრიოტთა ალიანსის“ ქსენოფობიური რეკლამის გამო, ცესკო-ს სამართალდარღვევის ოქმის შედგენას სთხოვს

პლატფორმა "არა ფობიას" ცენტრალუს საარჩევნო კომისიას მიმართავს. "არა ფობიას" "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო ვიდეო რგოლის გამო,სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ითხოვს.

NGO-ების განცხადებით, პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო რეკლამა ქსენოფობიური შინაარსისაა, მიზანმიმართულად აღვივებს ეთნიკურ შუღლს და არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს.

"ვიდეო რგოლში პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი - დავით თარხან-მოურავი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ ეთერში თურქეთი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპანტად და საქართველოს მტრად მოიხსენია, ამომრჩეველს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: "ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სასათბურე პირობები შეუქმნა თურქებს, სწორედ თურქებს უმზადებდა და ახლაც უმზადებს სააკაშვილი ბათუმს გადასაცემად" და ამის წინააღმდეგ პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 1 ოქტომბერს ბათუმის ცენტრში ამომრჩევლებს შეკრებისკენ მოუწოდებს. პოლიტიკურ რეკლამაში ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის ნეგატიური დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას, ხოლო მათ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთერთ მთავარ მიზნადაა წარმოდგენილი. პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ზოგადად გამოირჩევიან საჯარო სივრცეში გაკეთებული რასისტული და ქსენოფობიური განცხადებებით, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიისას, განსაკუთრებით იმატა მათ მიერ გავრცელებული თურქოფობიური და რასისტული განცხადებების რაოდენობამ" - ნათქვამია არა ფობიას განცხადებაში.

არასამთავროები მოუწოდებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, შეისწავლოს პატრიოტთა ალიანსის მიერ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, რაც წარმოადგენს ამავე კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისიწინებულ სამართალდარღვევას და მიმართოს სასამართლოს პოლიტიკური სუბიექტის სამართალდამრღვევად ცნობისა და დაჯარიმების მოთხოვნით.

განცხადებას ხელს აწერს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ლგბტ საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics