|
2016-09-26 17:34:59, 555 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა საწარმო „ქართული სოკო“ დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ და პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვნელმა, მარიანა მორგოშიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ქსანში მდებარე სოკოს მწარმოებელი საწარმო „ქართული სოკო“ დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ. კომპანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 1 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 500 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. კომპანია „ქართული სოკო“ კალმახა სოკოსა და სოკოს ბრიკეტებს აწარმოებს და, ამ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. საწარმოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ცენტრი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაბამისი სასწავლო კურსი შეუძლიათ გაიარონ. „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება პირდაპირ უკავშირდება ახალი საწამოების შექმნას და ეკონომიკურ აღმავლობას. „ქართული სოკო“ კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია. საწარმოში 46 ადამიანია დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს აქვს შესაძლებლობა, დაინტერესებულ ფერმერებს გაუწიოს კონსულტაცია სასწავლო ტრეინინგებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორის, გოჩა ზეიკიძის განაცხადებით, მსგავსი ტიპის საწარმოების ხელშეწყობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს. 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მეწარმეებს დამატებით ბიძგს აძლევს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 150 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. (NS)
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)